ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება, სანამ მოსკოვი ჯარებს არ გაიყვანს.
როგორც „როიტერსი“ წერს, ტრასმა თქვა, რომ მან შეადგინა რუსი ოლიგარქების სია და რამდენიმე კვირაში მთავრობა მათ კერძო თვითმფრინავებს, ქონებას და სხვა აქტივებს მიზანში ამოიღებს.
გარდა ამისა, ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი შეიძლება გაჭიანურდეს.