როდის დაიწყება საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების კლება

როდის დაიწყება საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების კლება

1-02-2022, 12:12 - 2022
1 269
       

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმის, დევი ტაბიძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის შემთხვევების პიკზე ჯერ კიდევ არ ასულა. მისი თქმით, პიკს ქვეყანა თებერვლის შუა რიცხვებში მიაღწევს.

ტაბიძე საუბრობს იმის შესახებ, თუ როდის არის მოსალოდნელი შემთხვევების კლება. ჯანდაცვის ექსპერტი აღნიშნულს თებერვლის ბოლოდან ელოდება. 

„ვინ ვის გადასდო ვირუსი, ვინ არიან კონტაქტები და ა.შ. ამის კვლევას უკვე აზრი აღარ აქვს. ვირუსი მთლიანად მოდებულია უკვე და ძალიან სწრაფად ვრცელდება. დღევანდელი 24 000 შემთხვევა კიდევ გაიზრდება. ჩემი აზრით, პიკზე ჯერ კიდევ არ ვართ მისულები, ეს პერიოდი დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში იქნება. თებერვლის ბოლოდან კი, უკვე კლებას დაიწყებს, ასეთია პროგნოზი, რომელსაც ყოველთვის ვამართლებთ ხოლმე. რეალურად, სადღაც 30-35 000 შემთხვევამდე აუცილებლად ავალთ“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 36 ადამიანი გარდაიცვალა,  10 732 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულია ვირუსის 1 200 124 შემთხვევა, მათგან  15 016 პირი გარდაიცვალა,  1 020 510 კი გამოჯანმრთელდა.
 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები