რუსეთის ჯარებმა დილით კიევის რეგიონის ქალაქებში - ბუჩაში, ირპენისსა და გოსტომელში შეჭრა სცადეს, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს.
ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს.
„რაც შეეხება კიევს და ვითარებას დედაქალაქის დასავლეთ გარეუბანში, იქ, დილით, მტერი ცდილობდა წინსვლას ქალაქ ბუჩასკენ, ქალაქ გოსტომელისაკენ, ქალაქ ირპინისკენ, მაგრამ მოვიგერიეთ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.