ლუკაშენკო ადასტურებს, რომ უკრაინას ბელარუსიდან რაკეტები ესროლეს

ლუკაშენკო ადასტურებს, რომ უკრაინას ბელარუსიდან რაკეტები ესროლეს
27-02-2022, 13:17 - 2022
747

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები ბელარუსის ტერიტორიიდან განხორციელდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთის მიერ კონტროლირებად გამოცემასთან, „რია ნოვოსტთან“ განაცხადა.

„კონფლიქტის დასაწყისში მოხდა 2-3 სარაკეტო დარტყმა ბელარუსის სამხრეთიდან, მას შემდეგ, რაც კიევმა განალაგა 3-4 სარაკეტო დივიზია საზღვართან“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა