ზელენსკი აყალიბებს საერთაშორისო ლეგიონს უცხოელებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინაში იბრძოლონ

ზელენსკი აყალიბებს საერთაშორისო ლეგიონს უცხოელებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინაში იბრძოლონ

27-02-2022, 13:06 - 2022
768
       

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აყალიბებს საერთაშორისო ლეგიონს უცხოელებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინაში იბრძოლონ.

მისი თქმით, ყველა უცხოელი, რომელსაც სურს, შეუერთდეს მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას, უკრაინის მთავრობა სთავაზობს, ჩავიდეს ქვეყანაში და ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებს შეუერთდეს.

„უცხოელებისგან იქმნება ცალკე დანაყოფი – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი. ეს იქნება თქვენი მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები