უკრაინის საჰაერო ძალებმა ბელორუსის ტერიტორიიდან კიევის მიმართულებით გასროლილი საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო.
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი Facebook-ზე წერს.
„რამდენიმე წუთის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს საკრუიზო რაკეტა, რომელიც უკრაინის დედაქალაქს ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ესროლეს“, - წერს ვალერი ზალუჟნი.
როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აღნიშნავს, „ეს არის ბელორუსის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მორიგი სამხედრო დანაშაული“.