„მოდით დავეხმაროთ მათ პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდნენ“ - წერს უწყება გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის საავტომობილო გზების სახელმწიფო სამსახური, მტრისთვის გზის ასარევად საავტომობილო გზებზე ადგილთა დასახელების ნიშნების მოხსნის ინიციატივით გამოდის.
„ჩვენ ვხსნით საგზაო ნიშნებს ქვეყნის ყველა გზაზე. N1 პრიორიტეტია - ნიშნები, დასახლებათა სახელები.
ჩვენ შეგროვებულ ნიშნებს ადგილობრივ ხელისუფლებასა და გზებზე მომუშავეებს გადავცემთ.
მტერს უჭირს ორიენტირება, მოდით დავეხმაროთ მათ, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდნენ“, - ნათქვამია Укравтодор-ის ოფიციალურ განცხადებაში.