დასავლურმა ქვეყნებმა  რუსეთს SWIFT-დან გათიშვას მხარი დაუჭირეს

დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს SWIFT-დან გათიშვას მხარი დაუჭირეს

26-02-2022, 19:40 - 2022
529
       

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განაცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის SWIFT გადახდის სისტემიდან გათიშვის შესახებ.

მინისტრის თქმით, ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ არის გაფორმებული, თუმცა ტექნიკური მზადება უკვე დაწყებულია.

კულებას განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ გერმანია, რომელმაც თავი შეიკავა რუსეთის SWIFT-დან გათიშვის მხარდაჭერისგან, სანქციის დაწესებას მხარი დაუჭირა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები