მარიუპოლის გარეუბანში რუსეთის საჰაერო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

მარიუპოლის გარეუბანში რუსეთის საჰაერო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

26-02-2022, 19:18 - 2022
983
       

რუსეთის საჰაერო ძალებმა მარიუპოლის გარეუბანში მდებარე სოფელ სართანაში საჰაერო იერიში განახორციელეს,- ინფორმაციას ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი  და ექვსი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

"დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის ჯარებმა განახორციელეს საჰაერო დარტყმა მარიუპოლის მახლობლად სოფელ სართანაზე. გარდაცვლილია სულ მცირე სამი ადამიანი და დაშავებულია ექვსი",-განაცხადა მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები