რუსეთის 4 დრონი ჩამოვაგდეთ - პოლტავას მერი

რუსეთის 4 დრონი ჩამოვაგდეთ - პოლტავას მერი

26-02-2022, 15:37 - 2022
566
       

პოლტავას მერის, ალექსანდრე მამაის განცხადებით, ტერიტორიულმა თავდაცვამ სამხედრო აეროდრომთან ოთხი დრონი ჩამოაგდო.

26 თებერვალს, პოლტავას მცხოვრებლებმა სამხედრო აეროდრომიდან აფეთქებების ხმა გაიგეს. მერმა პოლტავას მოსახლეობას სთხოვა, რომ პანიკაში არ ჩავარდნილიყვნენ, რადგან აფეთქების ხმები სამხედრო აეროდრომზე „საჰაერო თავდაცვის შრომის შედეგია“.

„ძვირფასო პოლტავაელებო! დამშვიდდით! სწორედ ახლა გაიგეთ აფეთქებები, ჩვენმა ტერიტორიულმა დაცვამ ჩამოაგდო 4 დრონი. გმადლობთ გაგებისთვის! მოითმინეთ!“, - განაცხადა პოლტავას მერმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები