შეერთებულმა შტატებმა მოამზადა რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან იმ ადამიანების სია, რომლებსაც შესაძლოა სანქციები დაუწესდეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პირები, რომლებიც გამოავლინეს, კრემლის ახლო წრიდან ან გარემოცვიდან არიან და რუსეთის დესტრუქციულ ქმედებაში იღებენ თანამონაწილეობას.
„პირები, რომლებიც ჩვენ დავადგინეთ, არიან კრემლის ახლო წრიდან ან მისი გარემოცვიდან და ასრულებენ საკუთარ როლს მთავრობის გადაწყვეტილების მიღებისას ან თანამონაწილეობენ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებში.
ამ პირებიდან ბევრი განსაკუთრებით მოწყვლადია დასავლეთთან მათი ღრმა ფინანსური კავშირების გამო. შესაბამისად, დასავლურ ფინანსურ სისტემებთან დაკავშირებული სანქციები მათ მიაყენებს ზიანს.
დავამატებ, რომ ეს არის ჩვენი ძალისხმევის ნაწილი, რათა რუსეთის დაზიანება ყველა მხრიდან მოხდეს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.