უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ჰიდროელექტროსადგური დაიბრუნეს - ენერგეტიკის მინისტრი

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ჰიდროელექტროსადგური დაიბრუნეს - ენერგეტიკის მინისტრი

26-02-2022, 11:30 - 2022
781
       

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ჰიდროელექტროსადგურზე კონტროლი დაიბრუნეს.

მინისტრის თქმით, პერსონალი ადგილზე დაბრუნდა და მუშაობა განახლებულია.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ღამით გახანგრძლივებული ბრძოლების დროს კიევის ჰიდროელექტროსადგური დაიბრუნეს. სადგური მთლიანად კონტროლის ქვეშაა. ტექნიკურმა პერსონალმა თავშესაფრები დატოვა და სამუშაოს შეუდგა. 2022 წლის 26 თებერვლის 08:30 საათისთვის „კიევსკაია ჰესი“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“, - განაცხადა გალუშჩენკომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები