ბოკუჩავა: სამარცხვინო იქნება, თუ პარტიები უკრაინასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციას დააფიქსირებენ

ბოკუჩავა: სამარცხვინო იქნება, თუ პარტიები უკრაინასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციას დააფიქსირებენ

1-02-2022, 11:03 - 2022
581
       

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრი, თინა ბოკუჩავა მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გამოიყენოს გახარიას პარტიის მიერ მათი რეზოლუციის გაწვევით შექმნილი შესაძლებლობა, რათა უკრაინის მხარდამჭერ საერთო ტექსტზე შეჯერდნენ.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, საერთაშორისო დონზე სამარცხვინო იქნება, თუ პოლიტიკური ჯგუფები უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციას დააფიქსირებენ.

„მივესალმებით კოლეგების გადაწყვეტილებას, რეზოლუციის მათი ტექსტის გამოთხოვასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა არის ნამდვილად ზეპარტიული და ეროვნული საკითხი. იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობა ამ გაწვევით რაც შეიძლება იმის რომ შევჯერდეთ ერთ ტექსტზე თქვენი მხრიდან იქნება გამოყენებული. ყველა პოლიტიკური ძალა პარლამენტში თანხმდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის იქნება, ერთი მხრივ, საზიანო და მეორე მხრივ, საერთაშორისო დონზე სამარცხვინო, თუ სხვადასხვა პოზიციებს დააფიქსირებენ პოლიტიკური ჯგუფები უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. მინდა მოგიწოდოთ, რომ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ერთი ხმით საუბრობდეს ესოდენ მნიშვნელოვან საკითხზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები