ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა

გუშინ, 21:54 - 2025
76
       

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის, ჟურნალისტის მზია ამაღლობელის განაჩენი, 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.


სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმე მოსამართლეთა კოლეგიამ განიხილა. 

მომხსენებელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი იყო. 

კოლეგიაში შედიან მოსამართლეები - მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. სააპელაციოში პროკურატურას პროკურორები თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე წარმოადგენდნენ. 

ისინი ბრალის დამძიმებასა და სულ მცირე 4 წლით პატიმრობას ითხოვდნენ.
6 აგვისტოს მოსამართლე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პოლიტიკურ პატიმარს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. სახელაშვილმა ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები