ყაზახეთმა რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარი უთხრა

ყაზახეთმა რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარი უთხრა

26-02-2022, 08:17 - 2022
1 400
       

ყაზახეთმა რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარი უთხრა, - ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.

გარდა ამისა, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ აღიარებულ სეპარატისტულ რესპუბლიკებს, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უჭერს მხარს და აგრესიის საბაბად იყენებს.

ამის შემდეგ აშშ-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მიესალმება ყაზახეთის გადაწყვეტილებას, არ ჩაებას პუტინის მიერ დაწყებულ ომში.

„ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის განცხადებას, რომ ისინი არ აღიარებენ LPR-ს და DPR-ს. ჩვენ ასევე მივესალმებით ყაზახეთის უარს გამოაგზავნოს თავისი ძალები შეუერთდეს პუტინის ომს უკრაინაში“, - ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები