რუსმა დამპყრობლებმა სუმის რეგიონში მდებარე კიპტი-ბაჩივსკის გზატკეცილი დაიკავეს და მშვიდობიანი მოქალაქეები გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.
უკრაინული მედია წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სუმის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ 26 თებერვალს 02:00 საათზე გაავრცელა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეგიონის ქალაქებს შორის სამგზავრო და სარკინიგზო კომუნიკაცია არ არის. გარდა ამისა, მედია იუწყება, რომ ამ დრომდე დაბომბვა მიმდინარეობს.