უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვამ ნიკოლაევზე რუსი დამპყრობლების თავდასხმები მოიგერია, - ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
ნიკოლაევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის, განაცხადებით, მათ რუსეთის ჯარს, ოჩაკოვოში დაშვების საშუალება არ მისცეს.
„ნიკოლაევი დავიცავით. საჰაერო თავდაცვამ მოიგერია თავდასხმები. ოჩაკოვი - არ დაეშვნენ... დესანტი არ არის... ჩვენთან არავინ მოდის“, - წერს „ტელეგრამზე“ ვიტალი კიმი.
უკრაინული მედიის ცნობით, 25 თებერვალს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი დამპყრობლები ხერსონის გვერდის ავლით ნიკოლაევზე შეტევის განხორციელებას ცდილობდნენ.