გამოცემა „მოზაიკას“ ინფორმაციით, ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებული არიან გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი და ბიზნესმენ გიორგი ჯალაბაძის ძმა, ქართლოს ჯალაბაძე.
ამავე საქმეზე დააკავეს ბიზნესმენი და ყოფილი სპორტსმენი, გიორგი კანდელაკი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორში 7 ადამიანი დღეს დააკავა.
უწყების ცნობით, ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ამოღებული უაქციზო სასმელების და სიგარეტების სარეალიზაციო ღირებულებამ, შესაძლოა, მილიონობით ლარი შეადგინოს.
გამოძიება სსკ-ს 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

















