მედია: 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულია კომპანია „ფინის“ მფლობელი

მედია: 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულია კომპანია „ფინის“ მფლობელი

დღეს, 19:07 - 2025
64
       

„TV პირველის“ ინფორმაციით, 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირი კომპანია „ფინის“ 49 წლის მფლობელი კახა კოტორაშვილია.



ინფორმაციისთვის, „ფინის“ განთავსებულია თბილისში, თამარ მეფის 32-ში და წარმოადგენს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს.


პროკურატურის ცნობით, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მათივე ინფორმაციით, 2022–2024 წლებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, კონკრეტულმა დაჯგუფებამ საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ნაღდი ვალუტა ბანკებში „კანონიერ შემოსავლად“ გაატარა და ეკონომიკურ ბრუნვაში განათავსა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები