ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაკავებულია.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ზვიადაურს გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება - საქმე აღძრულია სსკ-ს 236-ე მუხლით. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.