„ჩემი დაკავება აბსურდულია - 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ რომ გამიშვათ ციხეში“,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
მისი თქმით, ესპანეთში ნაყიდი ბინა, რომლის დეკლარაციაში დამალვასაც გამოძიება მას
ედავება, საკუთარი ქონების გაყიდვით შეიძინა.
„თუ უფლებას მომცემთ შევაფასებ ბრალის ხარისხს - აქ ევროპულობასთან კავშირი არ არის. მინდა დაგანახოთ, ხელი შეგიწყოთ პირადი მრწამსის შესაქმნელად, ჩემი დაკავება რამდენად აბსურდულია. მე იპოთეკით დავტვირთავდი თუ ნასყიდობას გამოსყიდვის უფლება იქნებოდა, ჩემი გადასაწყვეტია. ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით. რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხრი და ხელშეკრულებაც მივიტანე.
არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს. 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში?!“, - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.