სუს-ი იკვლევს, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანას 4 ოქტომბრის არჩევნებთან

სუს-ი იკვლევს, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანას 4 ოქტომბრის არჩევნებთან

დღეს, 00:34 - 2025
56
       

სუს-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, არსებობს თუ არა კავშირი ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანასა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის.


„საზოგადოებას გავაცნობთ საქართველოში უკრაინიდან შემოსულ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებული გამოძიების ახალ დეტალებს. როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2.4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი.
აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა. ბრალდებულების დაკავებიდან დღენახევრის განმავლობაში, სამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება. დადგინდა, რომ მერსედესის მარკის სატვირთოს მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, „ესბეო“-ს თანამშრომლებმა, რაც დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და კონკრეტული პირისთვის გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთში და მოწყობილიყო ე.წ. „პაუტინა 2“, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ჩანს ერთადერთი ლოკაცია - თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.
სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის“, - ითქვა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები