მზია ამაღლობელის მხარდამჭერები ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ

მზია ამაღლობელის მხარდამჭერები ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ

დღეს, 15:07 - 2025
74
       

მზია ამაღლობელის მხარდამჭერები ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ისმის შეძახილები: „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „თავისუფლება მზიას“.\n\nმზია ამაღლობელი აქციის მონაწილეებმა სასამართლო შენობიდან გამამხნევებელი შეძახილებით გააცილეს.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები