რა მოლოდინები აქვთ ექიმებს პანდემიის მეექვსე ტალღასთან დაკავშირებით

რა მოლოდინები აქვთ ექიმებს პანდემიის მეექვსე ტალღასთან დაკავშირებით

1-02-2022, 10:30 - 2022
608
       

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აქვთ მოლოდინი, რომ მეექვსე ტალღა საქართველოში, თებერვლის მეორე ნახევარში, დაღმავალ მრუდზე იქნება.

მანვე ისაუბრა ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევებისა და ბინაზე მყოფი ინფიცირებულების შესახებ და აღნიშნა, რომ დღეს მთავარ გამოწვევას სწორედ ბინაზე მყოფი პაციენტების მართვა წარმოადგენს.

„მოლოდინი გვაქვს, რომ თებერვლის მეორე ნახევარი იქნება პანდემიის მეექვსე ტალღის დაღმავალი მრუდი. 150 000-ია აქტიური შემთხვევა ქვეყანაში, 5 000-ია სულ საავადმყოფოში და 145 000 ადამიანი არის ბინაზე. მთავარი გამოწვევა არის ამ ადამიანების მართვა იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები