ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთი გარესამყაროს მოწყდა

ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთი გარესამყაროს მოწყდა

დღეს, 13:48 - 2025
104
       

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობა და ნალექია. სოფელ ლეჩურიდან 23-25 კილომეტრზე მეწყრულმა პროცესებმა გზა დააზიანა და ჩახერგა.
 
ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, მიმდინარეობს გზის გაწმენდა, თუმცა პროცესს ძლიერი წვიმა ართულებს.
 
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, გზის გაწმენდა და მოძრაობის აღდგენა ამინდზეა დამოკიდებული.
 
ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი ეს ერთადერთი საავტომობილო გზაა.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. მათი ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი - აბანო - ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 

„ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები, რათა უმოკლესვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები