ძლიერმა წვიმამ მეწყრული პროცესები გამოიწვია | შეჩერებულია მოძრაობა

ძლიერმა წვიმამ მეწყრული პროცესები გამოიწვია | შეჩერებულია მოძრაობა

3-07-2025, 13:42 - 2025
3 203
       

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა), ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 

„ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფრომაციაში.

სტიქიის ამსახველი ვიდეო დღეს, 3 ივლისს, დილით სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები