ბრიტანეთი - რუსული სამხედრო შენაერთები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან

ბრიტანეთი - რუსული სამხედრო შენაერთები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან

25-02-2022, 20:14 - 2022
801
       

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული სამხედრო შენაერთები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან.

მათივე ცნობით, კიევის ჩრდილოეთით რუსულ და უკრაინულ ჯარებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

„რუსული ჯავშანტექნიკა და სამხედრო შენაერთები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან. მათი თავდასხმა ჩერნიგოვის მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა“, - წერია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები