რამდენიმე რუსული ბალისტიკური რაკეტა და სულ მცირე ორი თვითმფრინავი გავანადგურეთ - უკრაინა

რამდენიმე რუსული ბალისტიკური რაკეტა და სულ მცირე ორი თვითმფრინავი გავანადგურეთ - უკრაინა

25-02-2022, 18:24 - 2022
856
       

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რუსული ბალისტიკური რაკეტა და სულ მცირე ორი თვითმფრინავი გაანადგურა.
 
„ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ დღეს გაანადგურა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სარაკეტო ძალების სულ მცირე ორი თვითმფრინავი.
 
ოკუპანტები აგრძელებენ შეტევას მნიშვნელოვანი ძალებით ქალაქ კიევის მიმართულებით. აღინიშნა დამატებითი შენაერთების წინსვლა სკადოვსკის მიმართულებით.
 
მძიმე ბრძოლების შემდეგ, გაერთიანებული ძალების ნაწილებმა შეაჩერეს მოწინააღმდეგის წინსვლა და შეინარჩუნეს პოზიციები“, -
აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები