თელ-ავივი და იერუსალიმი ცეცხლის ალშია გახვეული | ირანის პასუხი ისრაელს

თელ-ავივი და იერუსალიმი ცეცხლის ალშია გახვეული | ირანის პასუხი ისრაელს

13-06-2025, 22:42 - 2025
559
       

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო (IRNA) იტყობინება, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რითაც „გამანადგურებელი პასუხი“ წამოიწყო.
 

„რამდენიმე წუთის წინ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტის გაშვებით, დაიწყო სიონისტური რეჟიმის სასტიკ თავდასხმაზე გადამწყვეტი რეაგირების ოპერაცია“, - წერს IRNA.

 
აფეთქების ხმა გაისმა ქალაქ თელ-ავივსა და იერუსალიმში.
 
ამ ეტაპზე დეტალები უცნობია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები