დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ჯეიმს ჰიპიმ თემთა პალატაში დეპუტატებს განუცხადა, რომ გუშინ ვლადიმერ პუტინის შეჭრის შემდეგ 450 რუსი და 194 უკრაინელი დაიღუპა. მისივე თქმით, დაღუპულთაგან 57 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა.
როგორც „ბიბისი“ წერს, დიდი ბრიტანეთის მიერ გავრცელებული მონაცემები მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ გაცილებით მეტია, ვიდრე ეს გაერომ გაასაჯაროვა. ცნობისთვის, მანამდე გაერომ თქვა, რომ 25 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა რუსულ აგრესიას.
ჰიპიმ ასევე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ჯარები ნატოს მოკავშირე ესტონეთში დაგეგმილზე ადრე გაიგზავნება და სულ 1 000 ჯარისკაცი მზადყოფნაშია, რათა უკრაინის მეზობელ ქვეყნებს უკრაინიდან ლტოლვილების მიღებაში დაეხმაროს.