რუსეთმა სუმის რაიონში საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნა

რუსეთმა სუმის რაიონში საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნა

25-02-2022, 16:46 - 2022
763
       

სუმის რეგიონის ქალაქ ახტირკაში რუსეთმა საცხოვრებელ სახლსა და საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნა.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, სუმის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ჟივიცკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჟივიცკი ამბობს, დაჭრილთა და დაშავებულთა ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იცის, რომ დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.

მან დასძინა, რომ 25 თებერვალს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ახტირკი მესამე დაბომბეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები