რუსეთის არმიამ ვორზელის ბავშვთა სახლი დაცხრილა

რუსეთის არმიამ ვორზელის ბავშვთა სახლი დაცხრილა

25-02-2022, 16:28 - 2022
1 024
       

რუსეთის არმიამ „გრადის“ ტიპის იარაღით დაცხრილა კიევის ოლქის ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლი, რომელშიც 50 ბავშვი იმყოფებოდა. 

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა „ფეისბუკის“ გვერდზე წერს.

„საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას, რუსეთის სამხედროების მიერ „გრადის“ სისტემის გამოყენებისას, ნამსხვრევები ბავშვთა სახლის ერთ-ერთი შენობას მოხვდა, რომელშიც 50 ბავშვი იყო“, - წერს ვენედიქტოვა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები