უკრაინა - რუსული დივერსიული ჯგუფები განადგურებული არიან

უკრაინა - რუსული დივერსიული ჯგუფები განადგურებული არიან

25-02-2022, 16:27 - 2022
492
       

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები განადგურებული ან დაკავებულები არიან.

მისი თქმით, რუსი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები იყვნენ ობოლონში, კიდევ ერთი ჯგუფი ლუკიანოვკაში, პეჩერსკიზეც იყო ცოტა ხანს სროლა, რომელიც მალე შეწყდა.

„არსებობს ასეთი პრაქტიკა, როდესაც მტრის ჯარი უახლოვდება დედაქალაქს, კონსპირაციული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები, რომლებიც იქ დაახლოებით სამი თქვე იმალებიან, გამოდიან, რათა შექმნან არეულობა და მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელონ. ასეთ მოვლენა მოხდა კიევში, თუმცა არ ყოფილა მასობრივი. რუსი ხულიგნების ჯგუფი იყო ობოლონში, კიდევ ერთი ჯგუფი ლუკიანოვკაში, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პეჩერსკიზეც იყო ცოტა ხანს სროლა, რომელიც მალე შეწყდა. ესაა, რაც დღეს დილით მოხდა. ახლა ეს ყველაფერი შეწყდა. სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები განადგურებული ან დაკავებულები არიან“,- ალექსეი არესტოვჩმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები