გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ „რუსეთის დაპყრობითი ომი დაასრულოს“.
მანვე დაგმო რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუხადა.
„რუსეთის მიერ ეს დამპყრობელი ომი აღნიშნავს გარდამტეხ წერტილს ცივი ომის შემდგომ ევროპის ისტორიაში. არ არსებობს გამართლება საერთაშორისო სამართლის ამ უხეში დარღვევას. მე მას ვგმობ მკაცრად. ჩემი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და მთავრობას, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ხელმძღვანელობს ამ საშინელი საათებისა და დღეების განმავლობაში“, - განაცხადა ანგელა მერკელი.