არსებული ინფორმაციით, გუშინ ღამით, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ამ დროისთვის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.