ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე ავარიას 25 წლის კაცი ემსხვერპლა

ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე ავარიას 25 წლის კაცი ემსხვერპლა

31-05-2025, 15:18 - 2025
1 247
       

ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
 
31 მაისს, გამთენიისას ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი სატვირთო (ავტომობილების გადამზიდავი) და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
 
შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი - 25 წლის კაცი.
 
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები