ლვოვში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, - ამის შესახებ ინფორმაცია ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.
სადოვის თქმით, თავშესაფარში უკრაინის მოსახლეობა იქამდე უნდა გაჩერდეს, სანამ ოფიციალური არხები საშიშროების გავლის შესახებ არ შეატყობინებენ.
„თავშესაფარში უნდა დარჩეთ იმ მომენტამდე, სანამ ოფიციალური არხები საშიშროებამ გავლის შესახებ არ შეგატყობინებენ. ამის შემდეგ შეგიძლიათ თავშესაფრის დატოვება“, - დაწერა სოციალურ ქსელში ლვოვის მერმა.