ბათუმში 48 წლის კაცი მოკლეს

ბათუმში 48 წლის კაცი მოკლეს

25-05-2025, 15:36 - 2025
557
       

მკვლელობა ბათუმში, მოკლულია გურამ ბერიძე.
 
დანაშაული გუშინ, 24 მაისს საღამოს საათებში მოხდა. ბერიძეს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს. მკვლელობა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
 
ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს.
 
შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია:
 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ნაცნობი - 1977 წელს დაბადებული გ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. პოლიციამ რ.დ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - აცხადებს უწყება 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები