მტკვარში მაშველებმა ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

მტკვარში მაშველებმა ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

გუშინ, 21:16 - 2025
190
       

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
 
როგორც ცნობილია, ეს იმ ახალგაზრდის, გიორგი შამუგიას ცხედარია, რომელიც გასულ კვირას ავარიის შედეგად მეგობრებთან ერთად მანქანით მტკვარში გადავარდა და დაიღუპა. მაშველებმა ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.
 
შეგახსენებთ, 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც „ფორდი“ მდინარე მტკვარში გადავარდა. სამაშველო სამსახურმა ოთხი პირიდან ერთი პირი მდინარიდან კონტაქტურ მდგომარეობაში ამოიყვანეს, მოგვიანებით კი ორი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. მეოთხეს ამ დრომდე ეძებდნენ.
 
მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურამ „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლი იმავე დღეს დააკავა მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები