რუსული ტანკები კიევის ერთ-ერთ რაიონში, ობოლონში გადაადგილდებიან.
ამის ამსახველი ვიდეოების ნამდვილობას BBC ადასტურებს.
„სულ რაღაც ბოლო საათში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსული ძალები საცხოვრებელ უბანში შეაღწიეს“, - წერს bbc
„ვთხოვთ მოქალაქეებს, შეგვატყობინონ ტექნიკის გადაადგილების შესახებ.
დაამზადეთ მოლოტოვის კოქტეილები, გაანეიტრალეთ ოკუპანტები.
მშვიდობიანო მცხოვრებლებო, ფრთხილად იყავით.
არ დატოვოთ სახლები“, – წერს თავდაცვის უწყება.