ზუგდიდში ავტომობილი სამ მოზარდს დაეჯახა | ორი მდგომარეობა კრიტიკულია

ზუგდიდში ავტომობილი სამ მოზარდს დაეჯახა | ორი მდგომარეობა კრიტიკულია

დღეს, 01:02 - 2025
107
       

ზუგდშიში ავტომობილი სამ მოზარდს დაეჯახა, ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
 
14 წლის მოზარდს თავის ტვინში დიდი ზომის ჰემატომა აღმოუჩნდა, ამ წუთებში მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება. 15 წლის მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუთაისში გადაჰყავს. მესამე მოზარდის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, მას კიდურების მოტეხილობა აღენიშნება და ქირურგიური ჩარევა არ დასჭირვებია. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება.
 
შეგახსენებთ, რომ ავტოშემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა, მიკროავტობუსი სამ მოზარდს ზუგდიდში, ე.წ. „კომბინატის დასახლებაში“ დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები