ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთმა ომის პირველი დღის სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწიეს

ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთმა ომის პირველი დღის სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწიეს

25-02-2022, 12:43 - 2022
690
       

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში არსებული ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, ჯერ ვერ მიაღწია თავის სტრატეგიულ მიზნებს. 

თავდაცვის სამინისტროს თქმით, ჩერნობილის ატომური ობიექტი „დიდი ალბათობით“ დაიკავეს რუსეთის ძალებმა და იქ მომუშავე პირები, როგორც ჩანს, რუსულმა ჯარებმა დააკავეს.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა მიაღწია 1 დღის დაგეგმილ სამხედრო მიზნებს“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში. 

უკრაინულმა ჯარებმა „სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის სამხედრო ძალებს“. ამ დროისთვის მათ შეაჩერეს რუსეთის წინსვლა ქალაქ ჩერნიგოვისკენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები