„უნდა დავორგანიზდეთ! მოძებნეთ ტაქსი და ჩვენ დავფარავთ ხარჯს; ვისაც მანქანა გყავთ, საწვავს ჩაგისხამთ...“ | ნანუკა ჟორჟოლიანი

„უნდა დავორგანიზდეთ! მოძებნეთ ტაქსი და ჩვენ დავფარავთ ხარჯს; ვისაც მანქანა გყავთ, საწვავს ჩაგისხამთ...“ | ნანუკა ჟორჟოლიანი

25-10-2024, 09:39 - 2024
148
       

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის ჯგუფში „დაიტოვე“ იმ მოქალაქეებს მიმართავს, ვისაც არჩევნებში მონაწილეობისთვის, რეგიონებში წასვლა სურს.
 
„მეგობრებო, მგონი, უნდა დავორგანიზდეთ. ბევრი წერს, რომ ტრანსპორტი არაა, რეგიონებში ვერ მიდიან.
 
ამ სტატუსზე დაწერეთ ქალაქები, სადაც მიდიხართ.
 
მაგრამ ალბათ სჯობს, ვიდრე დაწერთ სად მიდიხართ, კომენტარებში იპოვოთ თქვენი მიმართულება, იქნებ, უკვე წერია... თუ იპოვით, იქვე დაპლიუსდებით.
 
ასე მარტივად შეგროვდებით 4 ადამიანი.
 
შემდეგ, მოძებნეთ ტაქსი და ჩვენ დავფარავთ ხარჯს.
 
ვისაც მანქანა გყავთ, საწვავს ჩაგისხამთ“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები