ცნობილი რეპერის, შონ ჯონ ქომბსის, იგივე P Diddy-ს გარშემო სკანდალი გრძელდება და სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს.
ქომბსი ნიუ-იორკში საკუთარ სახლში 16 სექტემბერს დააკავეს. ბრალდებაში აღწერილია, რომ რეპერი სექს წვეულებებს მართავდა, სადაც კომერციულ სექსმუშაკებს და მსხვერპლებს აიძულებდა სექსუალურ აქტებში ჩართვას. ბრალდებაში ნათქვამია, რომ ქომბსი სხვერპლებს ასევე აკრძალულ ნივთიერებებს ურიგებდა, შემდეგ კი მათ ვიდეოებს უღებდა და ამ კადრებს ინახავდა.
17 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე რეპერმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.
რეპერის დაკავებიდან რამდენიმე დღეში 1999 წელს გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ის წინასწარმეტყველებს, რომ ოდესმე გრანდიოზული წვეულებების გამო, მის დაპატიმრებას შეეცდებოდნენ.
ქომბსი ახლახან დააკავეს - "ჩვენ ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, ბატონი კომბსის წინააღმდეგ უსამართლო გამოძიებას აწარმოებს აშშ-ის პროკურორის ოფისი. ის არ არის იდეალური ადამიანი, მაგრამ არ არის კრიმინალი. ბატონი ქომბსი თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ის ნებით ჩავიდა ნიუ-იორკში გასულ კვირას, რომ ბრალდებები მოესმინა“, - განაცხადა მისმა ადვოკატმა მარკ აგნიფილომ E! News-თან
ბრალდებაში ნათქვამია, რომ დიდი "მუქარით აიძულებდა ქალებსა და სხვა ადამიანებს მის ირგვლივ, დაეკმაყოფილებინათ სექსუალური სურვილები. ასევე დაეცვათ მისი რეპუტაცია და დაემალათ ის, რაც მის სექს-წვეულებებზე ხდებოდა. აღნიშნული ქმედებები გრძელდებოდა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო პროკურორების თქმით, აღნიშნული ქცევა 2008 წელს დაიწყო.
"დოკუმენტებში წერია, რომ რეპერი იყენებდა იმ ადამიანებს, რესურსებს და გავლენას, რაც ბიზნეს იმპერიიის წყალობით ჰქონდა და რომლის ლიდერიც თავად იყო. საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა სექსუალური ტრეფიკინგი, იძულებითი შრომა, გატაცება...“
ორი დღის წინ, უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მოწამვლის შიშით, Diddy ციხეში ჭამაზე უარს ამბობს და პარანოიდულ მდგომარეობაში იმყოფება. მეტიც, დაკავებულ რეპერზე 24-საათიანი დაკვირვება მიმდინარეობს, რათა თვითმკვლელობა არ სცადოს.
წვეულებას დასწრებიან ვარსკვლავები როგორებიცაა: ლეონარდო დიკაბრიო, ბიონსე, ჯეიზი, ჯენიფერ ლოპესი, დრეიკი, ჯასტინ ბიბერი, სნუპ დოგი, რიანა, აკონ, პრინცი ჰარი, დემი ლოვატო, ტეილორ სვიფტი, ლებრონ ჯეიმსი, მაიკლ ჯორდანი და სხვები.