სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

15-04-2024, 23:42 - 2024
336
       

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება "სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში "რუსული კანონის" წინააღმდეგ. სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს. საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!" - წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, პარლამენტთან შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონის მიღებას არ დაუშვებენ

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები