„შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა ზოგადად პანდემიის მართვა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური კლინიკური მართვა“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის პერიოდში კლინიკური მართვის პროცესი კარგად მიმდინარეობს.
„ყველა ოპონენტი, ვინც შემედავა, შემდეგ უკან დაიხია ან საერთოდ თავი აარიდა დებატებს. მედიკამენტების და მიდგომების გამოყენება ყველა ეტაპზე ოპტიმალურად ხდებოდა. არცერთ შემთხვევაში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა“, - განაცხადა ცერცვაძემ.