ტრაგედია - კატასტროფას ემსხვერპლა ცნობილი ბიზნესმენი და მისი ოჯახი

ტრაგედია - კატასტროფას ემსხვერპლა ცნობილი ბიზნესმენი და მისი ოჯახი

11-04-2025, 12:10 - 2025
1 064
       

ნიუ-იორკში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულია პილოტი და ერთი ოჯახის 5 წევრი. მედიის ცნობით, შემთხვევას ემსხვერპლა ევროპული ტექნოლოგიური კომპანიის, Siemens-ესპანეთის აღმასრულებელი დირექტორი, მისი მეუღლე  და მათი 3 მცირეწლოვანი შვილი - 4, 5 და 11 წლის ბავშვები.
ოფიციალური წყაროების თანახმად, საჰაერო ტრანსპორტი ესპანელი ტურისტების ოჯახს ეკუთვნოდა.
ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად, დაწყებულია გამოძიება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები