განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების” წევრების შეხვედრაზე არ მოსვლა უტიფრობის განცდას აჩენს

გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების” წევრების შეხვედრაზე არ მოსვლა უტიფრობის განცდას აჩენს
18-04-2021, 21:28
ავტორი: სალომე მამნიაშვილი

„ქართული ოცნების” წევრების შეხვედრაზე არ მოსვლა უპასუხისმგებლობისა და უტიფრობის განცდას აჩენს”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარების არ გაკეთება, უტიფრობაა.

„კარგი პროგრესია დოკუმენტში რაც ვნახეთ. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის გარემოცვის „ქართული ოცნების” წარმომადგენლები საერთოდ არ მოვიდნენ შეხვედრაზე. ვისაც ამ ქვეყნის ბედი აბარია, დღეს, სამწუხაროდ, არ გამოცხადნენ შეხვედრაზე და კომენტარს არ აკეთებენ. უპასუხისმგებლობის და უტიფრობის განცდას აჩენს დღევანდელი ჟესტიც - მათი არ მოსვლის, პასუხის არ გაცემა, საერთოდ რას ფიქრობენ ამ დოკუმენტზე”,- განაცხადა  გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მხოლოდ ოპოზიცია მივიდა. მანამდე მთელი დღის განმავლობაში შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. 

შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მხარეებს წარუდგინეს ახალი დოკუმენტი, სადაც ჩაიწერა პუნქტები ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ.

გაზიარება
მოინახულეს 136-ჯერ
კომენტარები