განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ვახტანგ მეგრელიშვილი მოლაპარაკებებზე - რაღაც სითბოს ვგრძნობ და ეს იმედს მაძლევს

ვახტანგ მეგრელიშვილი მოლაპარაკებებზე - რაღაც სითბოს ვგრძნობ და ეს იმედს  მაძლევს
18-04-2021, 20:57
ავტორი: სალომე მამნიაშვილი

„მოლაპარაკებასთან დაკავშირებით რაღაც სითბოს ვგრძნობ და ეს იმედს მაძლევს”, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ოპოზიციის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ პოლიტიკური პარტიები დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას საღი აზრის საფუძველზე მიიღებენ.

„რაღაც სითბოს ვგრძნობ და ეს იმედს მაძლევს, რომ ჩვენი კოლეგები, როდესაც ისინი გაიაზრებენ იმ შესაძლო შედეგებს, რომელიც ერთ ან მეორე გადაწყვეტილებას მოჰყვება, მიიღებენ საღი აზრის საფუძველზე საკუთარ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მხოლოდ ოპოზიცია მივიდა. მანამდე მთელი დღის განმავლობაში შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. 

შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მხარეებს წარუდგინეს ახალი დოკუმენტი, სადაც ჩაიწერა პუნქტები ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ.

გაზიარება
მოინახულეს 207-ჯერ
კომენტარები