განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ბადრი ჯაფარიძე - შემოთავაზება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არ არის ის, რაც გვინდოდა

ბადრი ჯაფარიძე - შემოთავაზება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არ არის ის, რაც გვინდოდა
18-04-2021, 20:48
ავტორი: მერი ტაბატაძე

შარლ მიშელის შემოთავაზება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არ არის ის, რაც გვინდოდა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად ამისა, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არის წინსვლა. კერძოს, მისი ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებზე დაწესდება 43%-იანი ზღვარი სრულად პროპორციული მაჩვენებლით.

ჯაფარიძემ დასძინა, რომ დოკუმენტს პირადად ის მხარს უჭერს.

„„ქართულმა ოცნებამ" გამოიჩინა უპასუხისმგებლობა და მიუხედავად იმისა, რომ მიცემული ჰქონდა პირობა, რომ მოვიდოდა, არ გამოცხადდა მოლაპარაკებაზე. დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი შარლ მიშელისგან. აქ ჩვენ ვნახეთ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისუფლებასთან მიმართებაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემოთავაზება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ის არ არის რაც გვინდოდა, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, რადგან საუბარია 43%-იანი ზღვრის დაწესებაზე მხოლოდ პროპორციული მაჩვენებლებით და არა მაჟორიტარული მაჩვენებლებით. ეს არის შეთანხმება, რომელსაც მე პირადად მხარს ვუჭერ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მხოლოდ ოპოზიცია მივიდა. მანამდე მთელი დღის განმავლობაში შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. 

შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მხარეებს წარუდგინეს ახალი დოკუმენტი, სადაც ჩაიწერა პუნქტები ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ.

გაზიარება
მოინახულეს 106-ჯერ
კომენტარები